"დაკარგეს ის, ვინც თამაშებს მარტო იგებდა" - გორან პანდევი ხვიჩა კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"დაკარგეს ის, ვინც თამაშებს მარტო იგებდა" - გორან პანდევი ხვიჩა კვარაცხელიაზე

"დაკარგეს ის, ვინც თამაშებს მარტო იგებდა" - გორან პანდევი ხვიჩა კვარაცხელიაზე
დღეს, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა მაყურებელმა გორან პანდევის ვინაობის შესახებ კარგად იცის. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც ჩრდ.მაკედონიასთან ნათამაშებ საპლეიოფო ფინალში გოლი გაგვიტანა და ევროზე გასასვლელი საგზური წაგვართვა.

გორან პანდევი ნაპოლისა და ინტერის ყოფილი ფეხბურთელი გახლავთ და მედიაში სწორედ მისი შეფასება ვრცელდება ნაპოლიდან ხვიჩას წასვლასთან დაკავშირებით.

კვარაცხელიას გაშვება? - მათ ისეთი ფეხბურთელი დაკარგეს, რომელსაც თამაშების მოგება მარტოს შეეძლო. ხვიჩას წასვლის შემდეგ კონტემ სცადა, რომ გუნდისთვის ახალი ენთუზიაზმი მიეცა, თუმცა სხვადასხვა დაბრკოლებამ შეუშალა ხელი.

ვფიქრობდი, რომ კვარას გაშვების შემდეგ გუნდი ბაზარზე იაქტიურებდა, თუმცა მათ გამორჩეული ფეხბურთელი არ დაუმატებიათ.

- ამბობს პანდევი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი