კვარა ოპონენტის მოლოდინში - როდის და რა ფორმატით შედგება ჩემპიონთა ლიგის წილისყრა? » სპორტის ხაზი

კვარა ოპონენტის მოლოდინში - როდის და რა ფორმატით შედგება ჩემპიონთა ლიგის წილისყრა?

კვარა ოპონენტის მოლოდინში - როდის და რა ფორმატით შედგება ჩემპიონთა ლიგის წილისყრა?
16-03-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგის პირველი საფლეიოფო სტადია დასრულებულია, მაყურებელმა კი იმ 8 გუნდის ვინაობის შესახებ გაიგო, რომლებიც მონაწილეობას 1/4 ფინალების წილისყრაში მიიღებენ: რეალი, ბაიერნი, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, ნაპოლი, ინტერი, ბენფიკა და მილანი.

აღსანიშნავია, რომ წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში პარასკევს გაიმართება, დაწყების დროდ 15:00 საათი არის შერჩეული. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ ეტაპზე ერთი ქვეყნის გუნდებს ერთმანეთთან შეხვედრა შეუძლიათ. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ ისეთი გუნდების წყვილი მივიღოთ, რომლებმაც ამავე სეზონის დასაწყისში ჯგუფური ეტაპი ერთად გადალახეს.

საგულისხმოა, რომ უშუალოდ მეტოქის ვინაობის დადგენის გარდა, გაირკვევა ფინალამდე მისასვლელი ბადეებიც. შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის მოწინააღმდეგის გარკვევასთან ერთად, ისიც გვეცოდინება თუ ვის შეხვდება სპალეტის გუნდი 1/2 ფინალში (კვალიფიცირების შემთხვევაში).

ცნობისთვის, ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში არასდროს ყოფილა. ამდენად, ამ გუნდმა თავისი ისტორია უკვე დაწერა!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი