რამდენიმე წუთის წინ დასრულდა არგენტინასა და მექსიკის ნაკრებებეს შორის დაპირისპირება, რითიც მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ ერთი ლამაზი და მომენტებით დახუნძლული შეხვედრა ზურგსუკან მოვიტოვეთ.
არგენტინელთა ლიდერმა, ლეო მესიმ კი საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ ვინ არის იგი და როგორ შეუძლია მას რთულ მომენტებში გუნდის გადარჩენა.
გულშემატკივრებისთვის ეს შეხვედრა სანერვიულო გამოდგა, რადგან პირველ რიგში სასწორზე მომდევნო ეტაპის საგზური იდო, ამასთან აღსანიშნავია მექსიკის ნაკრების დაცვის ხაზი, რომელიც პირველ ტაიმში აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა.
თუმცა, ყველაფერი მეორე ტაიმში შეიძვალა, სკალონეს ბიჭებმა იგრძნეს პასუხიმსგებლობა და მეტოქის ნახევარზე შტურმი მიიტანეს. 64-ე წუთზე კი ამან შედეგი გამოიღო და ვინ თუ არა ლეო მესიმ არგენტინის ნაკრები შორეული გასროლით დააწინაურა.