წყალტუბოს "სამგურალის" ყოფილი მოთამაშე, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, კვარაცხელიაზე თქვა, რომ, მას ხვიჩასთან შეხვედრა რუსეთში ასპარეზობის დროს მოუწია და ქართველ შემტევთან მაისურის თხოვნით მივიდა.
"ქართველები ძალიან ნიჭიერი და ტექნიკური ბიჭები არიან, რომლებსაც შეუძლიათ კარგ დონეზე თამაში. ამის დასტურია ხვიჩა. მოგვიანებით რუსეთში შევხვდი, როცა "რუბინში" თამაშობდა. მაშინ მას ასევე ვთხოვე მაისური ქომაგისთვის. რომ მცოდნოდა, რომ შემდეგ "ნაპოლიში" და "პსჟ-ში"ითამაშებდა, ალბათ ამ მაისურს ჩემთვის დავიტოვებდი.
- ამბობს ბოტაკა.