როგორც იცით, 16 მაისს დაანონსდა საქართველოს ლეგენდებისა და ბარსას ლეგენდების მატჩი, დინამო არენაზე.
GEO 11-ისა და Barça Legends-ის შემადგენლობიდან, პირველი წყვილების ვინაობაზე ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა.
ცნობილი ხდება, რომ ჩვენებური მოთამაშეებიდან თბილისში ითამაშებენ შოთა არველაძე და თემურ ქეცბაია, ხოლო სტუმართაგან - ხავიერ სავიოლა და გაიზკა მენდიეტა.
ლეგენდების სერიის მეორე მატჩი, 16 მაისს დინამო არენაზე გაიმართება.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გავრცელდება