"მის გამო ბედნიერი ვარ" - ლიონის მწვრთნელმა მიქაუტაძე შეაქო » სპორტის ხაზი

"მის გამო ბედნიერი ვარ" - ლიონის მწვრთნელმა მიქაუტაძე შეაქო

"მის გამო ბედნიერი ვარ" - ლიონის მწვრთნელმა მიქაუტაძე შეაქო
17-02-2025, 13:35
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ლიგა 1-ის რიგით 22-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის ლიონმა მონპელიეს უმასპინძლა და მეტოქე 3-ბურთიანი სხვაობით, 4:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში პირველი გოლი სწორედ ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა, რომელზეც მატჩის შემდეგ ლიონის თავკაცმა დადებითი კომენტარი გააკეთა.

გიორგის გამო ბედნიერი ვარ. ის ბოლო ორ შეხვედრაში ძალიან ბევრს შრომობდა და გოლის გატანაც დაიმსახურა. ჩემთვის ძალიან კარგია ლაკაზეტსა და მიქაუტაძეს შორის არსებული კონკურენცია, რადგან ამ ორ ფეხბურთელში მხოლოდ ერთის არჩევა ძალიან მიჭირს.

- თქვა პაოლო ფონსეკამ.

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი