"ლიონმა" შეტევის ხაზი გააძლიერა და 31 წლის კოტ-დივუარელი შემტევი, ვილფრიდ ზაჰა, "გალათასარაიდან" 1 წლიანი იჯარით დაიმატა.
ფრანგული ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში, ლიონელებს 3 თამაშში 3 ქულა აქვთ. კლუბის ქართველ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის, ანგარიშზე კი ჯერჯერობით "მშრალი სერიაა".