ცოტა ხნის წინ დასრულდა აფრიკის თასის 2024 წლის გათამაშების ფინალი, სადაც ერთურთს ნიგერიისა და კოტ-დ'ივუარის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ნიგერია თავდაპირველად მეტოქეს 1:0 ამარცხებდა, საბოლოოდ შეხვედრის შემოტრიალეა და გამარჯვების მოპოვება კოტ-დ'ივუარელებმა შეძლეს, მატჩი 1:2 დასრულდა.
მატჩის გმირი სებასტიან ალე გახდა, ხოლო პირველი გოლი ჩემპიონთაგან ფრანკ კესიმ შეაგდო.
ვიქტორ ოსიმენი ნიგერიელთა სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და შეხვედრა სრულად ჩაატარა.