Calciomerkato: "მიქაუტაძე კვარაცხელიას განსხვავებული ტყუპისცალია" » სპორტის ხაზი

Calciomerkato: "მიქაუტაძე კვარაცხელიას განსხვავებული ტყუპისცალია"

Calciomerkato: "მიქაუტაძე კვარაცხელიას განსხვავებული ტყუპისცალია"
13-06-2024, 00:59
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი იტალიური გამოცემა "Calciomerkato" მკითხველს საქართველოს ნაკრების შესახებ უამბობს. ამ შემთხვევაში მათ კვარაცხელიასა და მიქაუტაძის შესახებ ისაუბრეს.

"გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატის გამოყენება ტრამპლინად შეუძლია, რათა მომავალში დიდ კლუბში ითამაშოს. ასეთ რამ ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე ქნა, რომელმაც გასულ სეზონში "ნაპოლისთან" ერთად იტალიის ჩემპიონობა იზეიმა.

"ხვიჩას უმცროსი ძმა ჰყავს, რომელიც სოციალურ ქსელებში საკმაოდ პუპილარულია და მოძრაობებით საკუთარი ძმის სტილით თამაშობს. შეუძლია ხვიჩასავით წარმატებული გახდეს.

"მოედანზე კვარას ძმობას გიორგი მიქაუტაძე ჰყავს მიზანდასახულობის წყურვილით. ისინი მინდორზე დიდებული ურთიერთობით გამოირჩევიან. მონტენეგროსთან ვიხილეთ ერთის საგოლე გადაცემა და მეორის გოლი. სწორედ ასეთი მეგობრული დამოკიდებულებით მოხვდა საქართველო პირველ ევროპის ჩემპიონატზე.

"მიქაუტაძე "აიაქსში" წარუმატებელი ტრანსფერის შემდეგ ფეხზე მალევე, მყარად წამოდგა და კარგი მეორე სეზონი ჩაატარა. 13 გოლს 4 საგოლე გადაცემა მიუმატა. "მონაკო" და "ლიონი" მასზე ჩასაფრებულები არიან. მას ბენ იედერისა და ლაკაზეტის შემცვლელად მოიაზრებენ.

"იგი მობილური და ტექნიკური თავდამსხმელია, რომელსაც ცენტრშიც შეუძლია თამაში და მეორე ფორვარდადაც. გარდა ამისა ცრუ ცხრიანის პოზიციიდანაც შეუძლია შეტევა. მას მრავალი პროფილი აქვს. სიმაღლეშ 1.76 მეტრია. თამაშის წამოწყება მოედნის სიღრმიდან უყვარს და გოლების გატანა ორივე ფეხით გამოსდის, როგორც შორიდან, ასევე ახლო დისტანციიდან.

"იგი დრიბლინგითა და არაპროგნოზირებადობით გამოირჩევა. მას საფრანგეთში ლაკაზეტსა და პაპენს ადარებენ. მისი კერპი? ზლატანი და კრიშტიანუ. ცოტა ხნის წინ გიორგის იბრაჰიმოვიჩთან თამაშ მოუწია და მის მაისურს დღემდე ინახავს.

"თუ მიქაუტაძემ საქართველო მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე გამოაჩინა, მიქაუტაძე ამ საქმეს დააგვირგვინებს".


- ვკითხულობთ სტატიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი