UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონა მერაბ დვალიშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და სასურველი მეტოქეც დაასახელა.
"ომალისთან ან იანთან რემატჩი მსურს - ვფიქრობ, UFC-შიც ამავე აზრზე არიან. ჩემი შემდეგი ბრძოლა აპრილში ან ივნისში იქნება და ნებისმიერი მეტოქისთვის მზად ვარ. ველოდები კონტრაქტს..", - განაცხადა მერაბმა.
შეგახსენებთ, მერაბმა საჩემპიონო ქამარი იანვარში დაუმარცხებელი უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ წარმატებით დაიცვა.