UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა უკანასკნელ მეტოქეზე უმარ ნურმაგომედოვზე ისაუბრა.
"უმარმა ჩხუბის შემდეგ ბევრი მიზეზი მოიფიქრა, მაგრამ თავმდაბლობა უნდა გამოიჩინოს და მხოლოდ საკუთარი თავი დაადანაშაულოს წაგებაში - უმჯობესი იქნებოდა შეცდომებზეზ თუ ისწავლიდა და ასე გახდებოდა უკეთესი", - განაცხადა მერაბმა.
შეგახსენებთ, მერაბმა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი სწორედ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცვა, რომელიც აქამდე დაუმარცხებელი იყო.