მიუხედავად იმისა, რომ არსენალს კაი ჰავერცი დაუშავდა, როგორც დაიწერა, ლონდონელები ზამთარში ახალ სტრაიკერს არ დაიმატებენ.
ირკვევა, რომ მიკელ არტეტა ამჟამინდელი შემადგენლობით აპირებს ფონს გავიდეს. როგორც ჩანს, ესპანელ მწვრთნელს საკას და მარტინელის დაბრუნების ეიმედება.
მეთოფეები პრემიერ ლიგაში მე-2 ადგილზე არიან და 50 ქულა აქვთ მოპოვებული, პირველადგილოსან ლივერპულს კი 7 ქულით ჩამორჩებიან.