ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში არსენალის ვინგერის, ბუკაიო საკას კომენტარს აქვეყნებს, რომელიც მან თანაგუნდელ კაი ჰავერცზე გააკეთა.
ყოველთვის მიმაჩნდა, რომ კაი ჰავერცი დაუჯერებელი ფეხბურთელი იყო. გარდა ჩემი თავისა, ასე არსენალის სხვა მოთამაშეებიც ფიქრობდნენ. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მას საკუთარი თავის დემონსტრირება გამოსდის.
ჰავერცი ამ სეზონში არაერთ გოლს გაიტანს. შეგიძლიათ, რომ ჩემი ეს სიტყვები მოინიშნოთ.
- თქვა საკამ.
ინგლისელის სიტყვების დასტურად, კაი ჰავერცს ამ სეზონში უკვე 6 გოლი აქვს გატანილი და შეიძლება ითქვას, რომ გერმანელს სეზონის სტარტი მართლაც მშვენიერი აქვს.