ზაფხულში წიტაიშვილის შეძენას ცსკა სოფია ეცდება » სპორტის ხაზი

ზაფხულში წიტაიშვილის შეძენას ცსკა სოფია ეცდება

ზაფხულში წიტაიშვილის შეძენას ცსკა სოფია ეცდება
გუშინ, 19:50
Aa Aa
გაზიარება:

ბულგარული გამოცემის, კერძოდ Tema Sport-ის ინფორმაციის მიხედვით, ცსკა სოფიას მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე ტომასს გიორგი წიტაიშვილის დამატების იდეა აქვს.

როგორც იცით, გიორგი ახლა კიევის დინამოს კუთვნილებაა, თუმცა იჯარის წესით გრანადაში თამაშობს. გამოცემის მტკიცებით, ტომასმა დასამატებელი ფეხბურთელების მცირე სია შეადგინა და იქ წიტაიშვილის გვარსაც ვხვდებით.

გამოცემა თავად წიტაიშვილის პასუხის შესახებაც წერს. მათი თქმით, ზამთარში ცსკას მცდელობის ჩაგდების შემდეგ გიორგის სურვილია, რომ გრანადასთან ერთად ლა ლიგაში აღზევდეს, თუმცა თუ ეს არ გამოვა, მაშინ ის ცსკა სოფიას ვარიანტს განიხილავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი