ნინო სალუქვაძეს გინესის სერტიფიკატები და მედალი გადაეცა - ორგზის მსოფლიო რეკორდი » სპორტის ხაზი

ნინო სალუქვაძეს გინესის სერტიფიკატები და მედალი გადაეცა - ორგზის მსოფლიო რეკორდი

ნინო სალუქვაძეს გინესის სერტიფიკატები და მედალი გადაეცა - ორგზის მსოფლიო რეკორდი
3-02-2025, 21:07
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარული ქართველი ტყვიის მსროლელი, ოლიმპიური ჩემპიონი, ნინო სალუქვაძე ორგზის გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა;

საქართველოს რეკორდების ფედერაციის ჩართულობით ნინო სალუქვაძეს შესაბამისი სერტიფიკატები დღეს, საქართველოს რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ბეგიაშვილმა გადასცა.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიალი სეოკ-ის ორგანიზებით, ოლიმპიურ კომიტეტი გაიმართა;

გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ ქართველ ჩემპიონს ერთდროულად ორ სახეობაში მიანიჭა რეკორდსმენის ტიტული. სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ყველაზე მეტ ოლიმპიადაზე იასპარეზა და ქალი სპორტსმენი, რომელმაც ყველაზე მეტ ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა;

ნინო სალუქვაძე გახდა პირველი ქართველი ოლიმპიელი, რომელმაც გინესის რეკორდსმენის ტიტული მოიპოვა.

შეგახსენებთ, ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე 1988 წლიდან ასპარეზობს და 2024 წელს პარიზში კარიერაში მე-10 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა. ლეგენდარულს ტყვის მსროლელს ოლიმპიურ თამაშებზე ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული;

საქართველოს რეკორდების ფედერაცია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი