მორატას შემცვლელი ნაპოვნია - მილანმა სანტიაგო ხიმენესი დაიმატა » სპორტის ხაზი

მორატას შემცვლელი ნაპოვნია - მილანმა სანტიაგო ხიმენესი დაიმატა

მორატას შემცვლელი ნაპოვნია - მილანმა სანტიაგო ხიმენესი დაიმატა
1-02-2025, 18:48
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, მილანი ესპანელმა თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ დატოვა, რომელიც კარიერას სტამბულის გალათასარაიში გააგრძელებს.

აღმოჩნდა, რომ იტალიელებს მორატას შემცვლელის მოსაძებნად დიდი ხანი არც სჭირდებოდათ, - მათი ახალი ცენტრფორვარდი სანტიაგო ხიმენესია.

ეს მექსიკელი შემტევი მილანმა როტერდამის ფეინოორდიდან დაიტოვა, სადაც ხიმენესი 2022 წლიდან თამაშობს, ამ დროში კი სანტიაგომ 65 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დეტალი უკვე მოგვარებულია და ხიმენესი მილანს უახლოეს საათებში შეუერთდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი