მილანის და ესპანეთის ნაკრების ფორვარდმა ალვარო მორატამ თანამემამულე ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე, ლამინ იამალზე ისაუბრა.
"სიმართლე გითხრათ, მსგავსი არაფერი მინახავს, იამალის დონის ფეხბურთელი არ მინახავს..
ერთი ვარჯიშიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომ ის ყველასგან განსხვავებული და ფენომენალური ფეხბურთელია. უბრალოდ წარმოუდგენლად მაგარი ფეხბურთელია", - განაცხადა მორატამ.
ცნობისთვის, 17 წლის იამალმა ლა ლიგის 12 შეხვედრაში თავი 5 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.