სოციალურ ქსელებში ფაბრიციო რომანომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2024/2025 წლების სეზონს ალვარო მორატა ახალ კლუბში დაიწყებს.
როგორც ჟურნალისტი ირწმუნება, ესპანელი ფორვარდი ატლეტიკოდან მილანმა შეიძინა, რომელიც მადრიდულ კლუბს გამოსასყიდ 13 მილიონ ევროს გადაუხდის.
ევრო 2024-ის მოქმედი ჩემპიონი მორატა მილანურ გრანდთან 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასით სახით 4.5 მილიონ ევროს აიღებს.
ცნობისთვის, ალვარო მორატას სერია A-ში აქამდეც უთამაშია. ის აქამდე ტურინის იუვენტუსის ღირსებას იცავდა.