მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედიან სკანდალურად წავიდა, ინგლისურმა კლუბმა პორტუგალიელი ვარსკვლავის შემცველელის ძიება დაიწყო.
კოდი გაკპოს ლივერპულში გადასვლის შემდეგ, მანჩესტერელებს რადარზე რამდენიმე ვარიანტი შემორჩათ, აქედან ერთ-ერთი კი, მადრიდის ატლეტიკოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ცენტრფორვარდი, ალვარო მორატაა.
როგორც Onefootball წერს, "წითელი ეშმაკები" მზად არიან, რომ ატლეტიკოდან მორატა იჯარით წაიყვანონ, რაც, შესაძლოა, რომ თავად მადრიდელებმაც განიხილონ.
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატას ლა ლიგის ამ სეზონში ატლეტიკოს მაისურით 14 თამაშში 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.