"ამრამ" გურჯაანშიც წააგო და სუპერლიგის ბოლო ადგილზე დარჩა | ქართული კალათბურთი » სპორტის ხაზი

"ამრამ" გურჯაანშიც წააგო და სუპერლიგის ბოლო ადგილზე დარჩა | ქართული კალათბურთი

"ამრამ" გურჯაანშიც წააგო და სუპერლიგის ბოლო ადგილზე დარჩა | ქართული კალათბურთი
31-03-2025, 00:59
Aa Aa
გაზიარება:

სუპერლიგის მე-19 ტურის ბოლოსწინა მატჩი დღეს გურჯაანში გაიმართა. სუპერლიგის ბოლო ადგილზე და შესაბამისად, გავარდნის ზღვარზე მყოფი ამრა გაგრა დელტას ესტუმრა და შანსი ჰქონდა, ცხრილის ფსკერისთვის თავი დაეღწია. გამარჯვების შემთხვევაში დეიან პროკიჩის გაწვრთნილი ამრა მოგებებითა და წაგებებით კონკურენტ კსუ-სა და ორბს გაუთანაბრდებოდა და ურთიერთშეხვედრების ხარჯზე ორბთან უპირატესობა ექნებოდა.

ეს იქნებოდა იმედისმომცემი გამარჯვება, რადგან ამრა მომავალ ტურში ლიდერ ქუთაისს ხვდება და მოგების მოპოვება ძალიან გაუჭირდება. ეს შანსი გაგრელებმა ვერ გამოიყენეს. გურჯაანში მასპინძელი გუნდი შეუჩერებელი იყო და საბოლოოდ 84:63 (სტატისტიკა) გაიმარჯვა. დელტამ თავიდანვე მოიპოვა ლიდერობა და თამაშის ბოლომდე წარმატებით ინარჩუნებდა. ეს უმთავრესად გურჯაანელთა ლეგიონერის, სკილერ პოტერის დამსახურება იყო, რომელმაც ზე-შედეგიანად ითამაშა.

პოტერმა 13-დან 8 სამქულიანი ჩააგდო, რასაც 7-დან 5 ორიანი მოაყოლა. მის ანგარიშზე საბოლოოდ 34 ქულა, 13 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა დაგროვდა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 41-ს მიაღწია და დიდი ალბათობით ის მიმდინარე ტურის MVP გახდება – თუ დარჩენილ მატჩში (ქუთაისი – ბათუმი) ვინმემ მასზე მეტი არ მოაგროვა.

ამ წაგებით ამრა კონკურენტებს თამაშებით კი გაუთანაბრდა, მაგრამ მოგებებით – ვერა. პასუხს, თუ რომელი გუნდი დატოვებს სუპერლიგას და რომელი ითამაშებს საკვალიფიკაციოს, მალე, რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ 2 ტურში გაირკვევა.

gbf


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი