მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა შემტევმა, მატის ტელმა გადაწყვიტა, რომ მეტი სათამაშო დროის მისაღებად გუნდი დატოვოს.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ გერმანელთა ფორვარდს ამჟამად ორი ვარიანტი აქვს, სადაც მას კარიერის გაგრძელება საიჯარო ხელშეკრულებით შეეძლება.
როგორც იწერება, ეს კლუბები მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი არიან, რომლებიც ფეხბურთელთან მიმართებით ბოლო 24 საათში განსაკუთრებით გააქტიურდნენ.