იტალიის სერია A-ს მორიგი ტურის შეხვედრაში საბა გოგლიჩიძის "ემპოლი" გასვლაზე "ვერონას" ესტუმრა და 4:1 სძლია.
გოგლიჩიძე სტუმართა სასტარტო თერთმეტეულში იყო, შეუცვლელად ითამაშა და 10-ბალიანის სისტემით, 6,1 ქულიანი შეფასება მიიღო.
"ემპოლი" ამ მოგებით მე-9 ადგილზე დაწინაურდა და 13 დეკემბერს "ტორინოს" უმასპინძლებს.