იქედან გამომდინარე, რომ საბა გოგლიჩიძე უკვე 2 ტურია სერია A-ში მშვენივრად გამოიყურება, ქართველს მესამე შეხვედრაშიც სასტარტოში ელიან.
20 წლის საბა გოგლიჩიძის ემპოლი იტალიის ჩემპიონატის რიგით მე-5 ტურში კალიარის შეხვდება და ადგილობრივი პრესა წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი კვლავ ძირითად შემადგენლობაში უნდა დააყენონ.
სერია A-ს მეხუთე ტურში ემპოლი კალიარისთან შესახვედრად რამდენიმე დანაკლისით ემზადება. ტრავმირებულნი არიან ფაზინი და საზონოვი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა. იმის გათვალისწინებით, რომ მატია დე შილიო ასევე არ არის სათამაშოდ მზად, საბა გოგლიჩიძე, დიდი ალბათობით, კვლავ ძირითად შემადგენლობაში იქნება.
- დაწერა Quoditano Sportivo-მ.
ცნობისთვის, გოგლიჩიძისა და საზონოვის ემპოლი შიდა ჩემპიონატის მე-8 ადგილს 6 ქულით იკავებს, ამავე გუნდის კალიარისთან მატჩი კი ხვალ, ჩვენი დროით 20:30-ზე გაიმართება.