გოლის ეფექტი | ელიან თუ არა ძირითადში გიორგი ჩაკვეტაძეს სტოკ სიტისთან » სპორტის ხაზი

გოლის ეფექტი | ელიან თუ არა ძირითადში გიორგი ჩაკვეტაძეს სტოკ სიტისთან

გოლის ეფექტი | ელიან თუ არა ძირითადში გიორგი ჩაკვეტაძეს სტოკ სიტისთან
28-12-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ უოტფორდში მოასპარეზე ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ამავე ტურნირის ბოლო ტურში თავის გამოჩენა გოლის გატანით შეძლო, - ჩაკვემ ბრისტოლის კარი აიღო, ეს გოლი კი მისთვის უოტფორდის მაისურით სადებიუტო იყო.

იქედან გამომდინარე, რომ ჩაკვეტაძის უოტფორდული კარიერა ძირითადად შეცვლაზე შემოსვლით ხასიათდება, გატანილი სადებიუტო გოლის შემდეგ ვიტოვებთ უფლებას, რომ მისი ძირითად XI-ში დაყენება ვივარაუდოთ.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ძირითად შემადგენლობაში სხვადასხვა გამოცემებიც ელიან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩაკვეტაძისთვის გოლის გატანის დაფასება და სასტარტოში დაყენება დიდი მოტივაცია იქნება. უოტფორდი მომდევნო მატჩს ხვალ, 29 დეკემბერს სტოკ სიტის წინააღმდეგ მართავს, რომელიც ჩემპიონშიპის მე-18 ადგილს 27 ქულით იკავებს და გასავარდნ ზონასთან გაცილებით ახლოსაა, ვიდრე ზედა პოზიციებთან.

ამდენად, უოტფორდი ხვალ ცუდ ფორმაში მყოფ სტოკს ეთამაშება, თანაც საშინაო კედლებში, რის გამოც კიდევ უფრო იზრდება იმის შანსი, რომ ჩაკვე სასტარტოში ვიხილოთ.

საგულისხმოა ისიც, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრისტოლთან წაგების შემდეგ ფეხბურთელების არასათანადო ხარისხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრა პირველივე წუთებიდან წაგებულს ჰგავდა. ვინ იცის, იქნებ ისმაელმა (უოტფორდის მწვრთნელი) ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები ორი მიზნით განახორციელოს, ზოგისთვის სასჯელის, ზოგისთვის კი მოტივაციის მისაცემად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი