იტალიის სერია A-ს მე-9 ტურის შეხვედრაში საბა გოგლიჩიძისა და საბა საზონოვის "ემპოლი" გასვლაზე "პარმას" ესტუმრა, შეხვედრა ფრედ. 1:1 დასრულდა.
გოგლიჩიძე კვლავ აწ უკვე ტრადიციულად, სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ითამაშა, ხოლო საზონოვი ტრავმირებულია და სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
Sofascore ქართველი მცველის ასპარეზობას მატჩში 10-ბალიანი სისტემით 6,6 ქულით აფასებს.