დღეს, იტალიის სერია ა-ს მე-14 ტურის შეხვედრაში საბა გოგლიჩიძის ემპოლი გასვლაზე მილანს დაუპირისპირდება.
უმნიშვნელოვანეს მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ახალგაზრდა მცველი სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.
"რთულია შორიდან იმის ყურება რაც დღეს ჩემ ქვეყანაში ხდება.
მკაფიოდ ჩანს რომ ქართველი ხალხის ნება-სურვილს გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერაფერი აღუდგება. შეწყვიტეთ არაადამიანური ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.
საქართველო იყო არის და იქნება ევროპის ნაწილი", - წერს გოგლიჩიძე.