"ბავშვობის მეგობარს ფინანსურ ვეხმარებოდი, მან კი ეს გააკეთა" - ვიქტორ ოსიმენი » სპორტის ხაზი

"ბავშვობის მეგობარს ფინანსურ ვეხმარებოდი, მან კი ეს გააკეთა" - ვიქტორ ოსიმენი

"ბავშვობის მეგობარს ფინანსურ ვეხმარებოდი, მან კი ეს გააკეთა" - ვიქტორ ოსიმენი
2-12-2024, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად იჯარის წესით გალათასარაიშია განათხოვრებული ერთ-ერთ ინტერვიუში საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"ბავშვობის ერთ-ერთ მეგობარს პერიოდულად თანხას ვუგზავნიდი, ერთ მშვენიერ დღეს კი მითხრა, რომ ბიზნესის დაწყება სურდა და უფრო მეტი გამეგზავნა, მე მას 5 000 ევრო გავუგზავნე და იცით რა მითხრა? გაზეთებში წავიკითხე, რომ ყოველ კვირას მილიონ ევროს შოულობ და ველოდებოდი, რომ დაახლოებით 50 000 ევროს მაინც გამომიგზავნიდიო.

ძალიან გავბრაზდი, მინდოდა გაგზავნილი თანხის უკან დაბრუნება, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იყო - ფული, რომლითაც მას ვეხმარებოდი, ნიგერიაში უამრავი რამის საყიდლად გამოდგება. შეიძლება ევროპაში ეს ერთი ფეხსაცმლის თანხაა, მაგრამ ნიგერიაში 5 000 ევროთი ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

პირადად მე, როდესაც ნიგერიიდან ევროპაში მოვდიოდი, ერთი დოლარიც არავისთვის მითხოვია, ქუჩაში ვიდექი და წყალს ვყიდდი. ხალხმა უნდა ისწავლოს და დააფასოს ის, რასაც საჩუქრად იღებენ
", - განაცხადა ოსიმენმა.

ცნობისთვის, ოსიმენმა მიმდინარე სეზონში გალათასარაის მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში თავის გამოჩენა 9 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი