ცნობილმა გერმანულმა გამოცემებმა დაადასტურეს, რომ მანჩესტერ სიტის 28 წლის მცველი, ჟოაო კანსელო იჯარის წესით ბაიერნში ითამაშებს.
კანსელო მიუნხენში მიფრინავს და სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის - გარიგება სავარაუდოდ იჯარის ამოწურვის შემდეგ ფეხბურთელის ყიდვის ვარიანტსაც მოიცავს.
იგივე წყაროების მტკიცებით, იჯარა კანსელოს ბაიერნში სეზონის ბოლომდე ყოფნას ითვალისწინებს და ყველაფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება.