SPORT წერს, რომ მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ბრაზილიელი შემტევის, ენდრიკის გადაბირებით, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი, "საუთჰემპტონია" დაინტერესებული.
ენდრიკი "რეალში" ხშირად ვერ თამაშობს, რითაც პრემიერლიგული გუნდი აპირებს ისარგებლოს და მადრიდელებს მოთამაშის იჯარის თაობაზე მიმართოს.
ენდრიკს ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
"საუთჰემპტონი" კი 11 ტურის შემდეგ, 4 ქულით, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.