მადრიდის "რეალის" მომავალი ვარსკვლავი ენდრიკი აცხადებს, რომ ბავშვობიდან მისი ოცნება სამეფო კლუბში მოხვედრა იყო.
გავლენიანი და ყველასათვის ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ბრაზილიელი ბიჭუნას შესახებ წერს:
"ჩემი ოცნება ბავშვობიდან იყო მადრიდის "რეალში" თამაში. კრიშტიანუ რონალდუ ჩემი კუმირია. მესი ფენომენალური ბიჭია! მაგრამ მე უფრო კრიშტიანუს ფანი ვარ..."
"დიდი სიამაყეა იმის ცოდნა, რომ იმავე კლუბის მაისურს ჩავიცმევ, რომელიც კრიშტიანუს ეცვა." - ციტირებს ჟურნალისტი ფეხბურთელის სიტყვებს.