გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იუვენტუსის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას გეგმავს.
ახლახანს Tuttosport-მა დაწერა, რომ ზამთარში კრისტიანო ჯუნტოლი კიდევ ერთი ქართველის წაყვანას შეეცდება და ის გიორგი მიქაუტაძეა.
მიქაუტაძის ლიონს ახლა პრობლემები აქვს. მათ ნახევარმილიარდიანი დავალიანება თუ არ დაფარეს, სეზონის ბოლოს ქვედა ლიგაში დააქვეითებენ, ამ შემთხვევაში კი სერია A-ს მოწინავე გუნდში ტრანსფერი გიორგისთვის მშვენიერი ვარიანტი იქნება.