სულ რამდენიმე წუთის წინ, იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას სამომავლო ტრანსფერთან დაკავშირებით შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა.
Radio Goal-ის ეთერში ჟურნალისტმა ვალტერ დე მაჯიომ განაცხადა, რომ ტურინის იუვენტუსის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი, რომელიც სკუდეტოს მოგებისას ჯერ კიდევ ნაპოლიში მუშაობდა, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას აპირებს.
არ მსურს, რომ ნაპოლის ქომაგებს გული დავწყვიტო, თუმცა ჯუნტოლი ხვიჩა კვარაცხელიას იუვენტუსში წაყვანას უმიზნებს. ეს ინფორმაცია ტურინიდან მივიღე. ამ ორს ერთმანეთთან მშვენიერი ურთიერთობა აკავშირებთ, სატრანსფერო თანხის გამოთავისუფლება კი დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვით იქნება შესაძლებელი.
- თქვა ჟურნალისტმა.
იუვენტუსის გარდა, ქართველ ფეხბურთელს პარი სენ-ჟერმენსა და ბარსელონასაც უკავშირებენ, თუმცა ეს ყოველივე საზაფხულოდ უნდა მოხდეს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ კვარამ ნაპოლი ზამთარშივე დატოვოს.