"ზურიკო მოედანზე ამიტომ შემოვიყვანე.." - სანიოლიმ მატჩისშემდგომ კითხვებს პასუხი გასცა » სპორტის ხაზი

"ზურიკო მოედანზე ამიტომ შემოვიყვანე.." - სანიოლიმ მატჩისშემდგომ კითხვებს პასუხი გასცა

"ზურიკო მოედანზე ამიტომ შემოვიყვანე.." - სანიოლიმ მატჩისშემდგომ კითხვებს პასუხი გასცა
17-11-2024, 00:34
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა, ვილი სანიოლმა, უკრაინასთან მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა.

"თამაში კარგად დავიწყეთ, თუმცა შეცდომის შემდეგ გოლი გავუშვით და ამან გუნდზე იმოქმედა. ასეთ დონეზე მსგავს შეცდომებს არავინ გაპატიებს. მეორე ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ და მიხარია, რომ ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმა იმედები არ გამიცრუეს. ბოლო წუთებზე მეტის მიღწევაც შეგვეძლო.

ყოველთვის ერთი და იგივე შემადგენლობა ვერ ითამაშებს, საჭიროა როტაცია. ზურიკო განსხვავებული სტილის ფეხბურთელია და მოედანზე იმიტომ შემოვიყვანე, რომ მას მეტოქის დაცვის ხაზი უფრო ფართო გაეხადა.

ჩვენი ზრდა აღსანიშნავი და გამოსარჩევია. მიზანი ყოველთვის ამბიციური იქნება. მთავარია, გავიზარდოთ იმ თამაშებითა და ემოციით, რასაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მოგვცემენ"


- თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი