საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შემოდგომის მატჩებისთვის ღია პრესკონფერენცია გამართა.
ფრანგმა სპეციალისტმა ერთ-ერთ მონაკვეთში აქცენტი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასლის შესახებ გააკეთა. აი, რა თქვა სანიოლმა:
მომავლის შესახებ რამის თქმა რთულია. მოგეხსენებათ, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი მომავალ წელს იწყება. ჯერ ერთა ლიგას ვითამაშებთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. მთელ ქვეყანას, ფედერაციას, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს - ყველას სურს, რომ განმეორდეს, რაც ზაფხულში გამოვცადეთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.
- თქვა ვილიმ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდი 7 სექტემბერს ჩეხეთს ერთა ლიგის ეგიდით უმასპინძლებს.