ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ - რა თქვა ვილი სანიოლმა ჟურნალისტებთან » სპორტის ხაზი

ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ - რა თქვა ვილი სანიოლმა ჟურნალისტებთან

ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ - რა თქვა ვილი სანიოლმა ჟურნალისტებთან
7-09-2024, 23:11
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალი ციკლი გასაოცრად დაიწყო და ჩეხეთი მიხეილ მესხზე 4:1 გაანადგურა.

აი, რა თქვა ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან:

ამ სამი წლის განმავლობაში ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ. ზოგჯერ გარედან ყველაფერი არ ჩანს, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ გუნდისგან რაღაც კარგის მიღწევა შეიძლებოდა. ევროპის ჩემპიონატმა მეტი თავდაჯერება შეგვძინა, ვიცით, რას ნიშნავს გუნდურობა და ერთიანობა. ძალიან მაინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნებოდა გუნდს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და როგორ დავბრუნდებოდით, მაგრამ ის, რაც დღეს ვნახე, ძალიან გასახარია. შესანიშნავად ვითამაშეთ და ვულოცავ გუნდს ამ საოცარ მატჩს.

საწყისი 10-15 წუთი ვერ ვითამაშეთ კარგად, განსაკუთრებით შეტევაში. შემტევ ფეხბურთელებს ვთხოვე, რომ უკან არ ჩაწეულიყვნენ და მატჩის დასაწყისს თუ არ ჩავთვლით, ჩვენმა გუნდმა პრაქტიკულად იდეალური თამაში აჩვენა.

ალბანეთის ნაკრებთან რთული თამაში გველოდება. ევროპის ჩემპიონატზე ძალიან რთულ ჯგუფში იყო, საიდანაც ვერ გავიდა, მაგრამ თავი კარგად წარმოაჩინა. ამიტომ, ალბანეთში რთული თამაში იქნება, თუმცა, ჩვენ სირთულეები გვიყვარს.

- თქვა ვილი სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მომავალი შეხვედრა 10 სექტემბერს ტირანაში ელის, მეტოქე კი ალბანეთი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი