გუშინ, 15 ნოემბერს, ერთა ლიგის ეგიდით კოსოვო რუმინეთს ესტუმრა.
სტუმართა ერთადერთი მიზანი მატჩის მოგება და 3 ქულის წამოღება იყო, რა შემთხვევაშიც ისინი ჯგუფში გალიდერებას მოახერხებდნენ.
შეხვედრის მიწურულს, როცა დაპირისპირება 0:0 სრულდებოდა, კოსოვოს გუნდმა მოედანი დატოვა და თამაშზე უარი განაცხადა.
შესაბამისად, თუ ეს ყოველივე, რუმინელთა საწინააღმდეგოდ ჩაითვლება და ბრალი მათკენ გადავა, კოსოვოს თამაშის მოგება 3:0 ჩაეთვლება.