გუშინ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ხორვატ თანატოლებს უმასპინძლა და გამარჯვება მინიმალური სხვაობით მოიპოვა, 1:0.
გოლი გაგვიტანეს, თუმცა მერე მატჩს კარგად ვაკონტროლებდით, გოლის გატანის შანსებიც მივიღეთ. ჩანდა, რომ საქართველო გატეხვას უახლოვდებოდა, თუმცა წითელი ბარათი მივიღეთ და სიტუაცია შეიცვალა.
დავინახეთ ყველამ, რომ ჩვენ უფრო მაგარი გუნდი გვყავს. ზუსტად ვიცი, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ გავალთ.
- თქვა ივიცა ოლიჩმა.
განმეორებითი მატჩი ხორვატიაში 19 ნოემბერს, 22:00 საათზე შედგება.