ხორვატიის ასაკობრივის მწვრთნელი: "ქართველებთან ორმაგი მოტივაციით ვითამაშებთ" » სპორტის ხაზი

ხორვატიის ასაკობრივის მწვრთნელი: "ქართველებთან ორმაგი მოტივაციით ვითამაშებთ"

ხორვატიის ასაკობრივის მწვრთნელი: "ქართველებთან ორმაგი მოტივაციით ვითამაშებთ"
გუშინ, 19:02
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე გაირკვა, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეიოფში ხორვატიას შეხვდება და ორმატჩიან დუელში ევროზე გასვლას ისტორიაში მეორედ შეეცდება.

ჩვენთან დაპირისპირებაზე ისაუბრა ხორვატების დამრიგებელმა, ივიცა ოლიჩმა, რომელმაც ქართული ფეხბურთის პროგრესის შესახებ დადებითი კომენტარი გააკეთა.

ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა, რაც მათი ძირითადი ნაკრების შედეგებიდანაც კარგად იკითხება. მათ აქვთ ეიფორია, რაც ასაკობრივ გუნდზეც გადადის, რის გამოც მათთან თამაში გაზრდილი მოტივაციით და შემართებით მოგვიწევს.

მეტოქეს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავს. მათ შესარჩევში შვედეთს გაუსწრეს და მე-2 ადგილი დაიკავეს. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან საქართველო უნიჭიერესი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

- თქვა ივიცა ოლიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებთა დაპირისპირებები 11 და 19 ნოემბერს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი