ლუდოგორეცის მწვრთნელი: "იოლი არ იქნება, ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა" » სპორტის ხაზი

ლუდოგორეცის მწვრთნელი: "იოლი არ იქნება, ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა"

ლუდოგორეცის მწვრთნელი: "იოლი არ იქნება, ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა"
9-07-2024, 19:28
Aa Aa
გაზიარება:

დღეიდან 2024/2025 წლების ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ოფიციალურად იწყება, საქართველოს ჩემპიონი დინამო ბათუმი კი თავისი დუელის პირველ შეხვედრას ხვალ, ლუდოგორეცის წინააღმდეგ გამართავს.

ბულგარეთის ჩემპიონის დამრიგებელმა, გეორგი დერმენჯიევმა ხვალინდელ მატჩამდე ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა და ჩანიშნული დაპირისპირების შესახებ კომენტარი გააკეთა.

რა არის წარმატების რეცეპტი? - საკმაოდ მარტივად გვაქვს საქმე. ჩვენ უბრალოდ გამარჯვებათა გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ. ცხადია, მეტოქე შესწავლილი გვყავს და დინამოელებსაც ეცოდინებათ თუ როგორ გუნდთან მოუწევთ თამაში.

ვფიქრობ, ბათუმელთა წინააღმდეგ იოლი თამაში არ გველის. საქართველო და ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზას ადგას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი ისაა, რომ მაქსიმალურად შორს წავიდეთ.

პირველი მატჩი არც ისე მარტივი გამოდის ხოლმე. მეტოქეს კარგად ვიცნობთ და ვთვლით, რომ ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენი მიზანი, როგორც გითხარით, შორს წასვლა იქნება.

- თქვა ბულგარული კლუბის დამრიგებელმა.

ცნობისთვის, ლუდოგორეცისა და დინამო ბათუმის პირველი შეხვედრა 22:00 საათზე გაიმართება, პირდაპირ რეპორტაჟს კი აჭარის ტელევიზიაზე იხილავთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი