ლა ლიგის მე-13 ტურის შეხვედრა რეალ სოსიედადთან (1:0) ლამინე იამალმა გამოტოვა, ამის მიზეზი კი კოჭის ტრავმა იყო.
ამომავალი ვარსკვლავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმაც ისაუბრა.
"იამალი დაგვაკლდება და ისიც არ ვიცით დანამდვილებით, სანაკრებო მატჩების შემდეგ თუ შეძლებს დაბრუნებას. მასთან კომუნიკაცია გვქონდა და ვთხოვეთ, რომ ნაკრებში არ წასულიყო და ტრავმისთვის მიეხედა", - განაცხადა ფლიკმა.
ცნობისთვის, 17 წლის ფეხბურთელმა ბარსელონას მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 შეხვედრაში თავი 6 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.