საქართველოს ნაკრები წლის დაკსვნითი მატჩებისთვის მზადებას 11 ნოემბერს დაიწყებს.
8 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის და ალექსანდრე იაშვილის ტრადიციული შეკრებისწინა პრესკონფერენცია გაიმართა.
"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ძირითადად უცვლელი ტაქტიკით ვთამაშობთ. ალბანეთთან თამაში გამონაკლისი იყო, ქოჩორაშვილის დისკვალიფიკაციიდან და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სათამაშო სტილი და იდენტობა. შესაბამისად, დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ როგორ ვითამაშებთ, როდესაც ნაკრებში მოდიან", - განაცხადა სანიოლმა.
ცნობისთვის, წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.