ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში ერთ-ერთი მოულოდნელი შედეგი სანტიაგო ბერნაბეუზე დაფიქსირდა, სადაც მასპინძელმა რეალმა მილანთან 1:3 წააგო.
მატჩის შემდგომ სოციალურ მედიაში რეალის ყოფილი და მილანის ამჟამინდელი მცველის, ტეო ერნანდესის კომენტარი გავრცელდა.
მადრიდის რეალში დაუვიწყარი პერიოდი მაქვს გატარებული. ის დრო, რომელიც ამ გუნდის მაისურთან ერთად დავყავი, ჩემთვის დაუვიწყარია და აქაურობა ძალიან მიყვარს.
- თქვა ტეომ.
სხვათა შორის, ესპანური გამოცემები წერენ, რომ ტეოს უკან დაბრუნება სურს. თავის მხრივ, რეალი ოპტიმალური მარცხენა მცველის შეძენითაა დაინტერესებული და მართლაც არის შანსი, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა სამეფო კლუბის მაისური კვლავ მოირგოს.