საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების და "ფროზინონეს" ფეხბურთელის გიორგი კვერნაძის შესახებ, იტალიური გამოცემა Tutto Frosinone წერს.
"გრეკოს შეხებამ ახალი სიცოცხლე მისცა კვერნაძეს, ქართველ ნიჭს, რომელსაც მოსვლის დღიდან კვარაცხელიასაც კი ადარებდნენ. ისევე როგორც "ნაპოლის" ჩემპიონმა, მას უნდა მოეტანა დრიბლინგი, რიცხობრივი უპირატესობა და დიდი აჩქარება ფლანგზე.
ფეხბურთელი, მთლიანად შეცვალა და შესანიშნავად ათამაშდა ახალ ტაქტიკურ ცვლილებაში, როდესაც ის მეორე თავდამსხმელად გადავიდა. ის პირველი თავდამსხმელის ირგვლივ მოძრაობს, ხაზებს შორის მას ხელმისაწვდომს ხდის და სისწრაფითა და ტექნიკით მეტოქის კარისკენ მიემართება, სადაც შემდეგ დიდ საფრთხესაც ქმნის.
ამ ბიჭისთვის ახალი როლი უნდა აღმოაჩინონ და ვინ იცის, იქნებ ის იყოს იანვრის მთავარი შენაძენი, რომელიც "ფროზინონეს" სჭირდებოდა"
- ვკითხულობთ იტალიელთა მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.