გუშინ, ჩვენი დროით 00:00 საათზე გიორგი კვერნაძის ფროზინონემ კოპა იტალიის 1/4 ფინალში ტურინის იუვენტუსს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 0:4 დამარცხდა.
ტურინელთა მხრიდან სამი გოლის გატანით მათი პოლონელი თავდამსხმელი, არკადიუშ მილიკი გამოირჩა, ერთი გოლი კი თურქმა ლეგიონერმა, ქენან ილდიზმა გაიტანა.
სამწუხაროდ, ფროზინონეს თავკაცმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ გიორგი კვერნაძეს სათამაშოდ დრო საერთოდ არ მისცა მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფიზიკურად სრულ მზადყოფნაში იყო.
ცნობისთვის, გიორგი კვერნაძეს ფროზინონეს რიგებში ამ დრომდე ყველა ტურნირზე 8 თამაში აქვს ჩატარებული.