ატლანტასა და ინტერ მაიამის შორის საფინალო პლეიოფი 10 ნოემბერს, ჩვენი დროით დილის 05:00 საათზე გაიმართება, სადაც საბა ლობჟანიძე ლეო მესის გუნდის დამარცხებას შეეცდება.
იქამდე სწორედ ქართველი ფეხბურთელის კომენტარი გავრცელდა მედიაში:
ინტერ მაიამის ფეხბურთელ ხორდი ალბას ვერ ვიტან, რადგან ძალიან რთულია, რომ მას მთელი თამაშის განმავლობაში კუდში სდიო. მიუხედავად ამისა, არც მისთვის იქნება იოლი ჩემი განეიტრალება.