ამერიკულ MLS-ში საბა ლობჟანიძეს კარიერის ოქროს ხანა უდგას. ქართველ ფეხბურთელს ატლანტა იუნაიტედის რიგებში უამრავი გოლი გააქვს და ფანების საყვარელი მოთამაშე დამსახურებულადაც გახდა.
აი, რას წერენ საბას შესახებ ამერიკულ მედიაში:
ატლანტა პლეიოფში ლეო მესის ინტერ მაიამის ხვდება. ატლანტას მხარეს საბა ლობჟანიძეა, რომლის თითოეული ბურთის მიღება, პასის გაკეთება და კარში დარტყმა უამრავ გულშემატკივარს იმედით აღავსებს.
საბა არის ფეხბურთელი, რომელიც ატლანტას უამრავ მნიშვნელოვან მომენტში გამოადგა. მას მაიამის კარში გატანა ძალიან უყვარს და ახლა მასზე დიდი ყურადღებაა მიპყრობილი.
- დაწერა MLS Multiplex-მა.
შეგახსენებთ, რომ ატლანტასა და მაიამის შორის განმეორებითი მატჩი 3 ნოემბერს, ჩვენი დროით ღამის 03:00 საათზე გაიმართება.