საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა გუშინდელ შეხვედრაში ფინეთი დაძაბულ ბრძოლაში გასვლაზე 90:83 დაამარცხა და განმეორებით მატჩამდე კარგი განწყობა შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ სკანდინავიელები ლამის მთელი მატჩის განმავლობაში რამდენიმექულიანი უპირატესობით გვჯობნიდნენ, თუმცა ბოლოსკენ თორნიკე შენგელიას ზედიზედ ჩაგდებულმა ოთხმა 3-ქულიანმა საქართველოს გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა.
გარდა ამისა, თოკოს არც ჯამურად ჰქონდა ცუდი სტატისტიკა. ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 34 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 24 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხება შენგელიას გმირობას, ეს 48 საათში ორი თამაშის ჩატარებას ეხება. თორნიკემ ნაკრებთან ერთად თამაშამდე ჯერ ევროლიგაზე ითამაშა და ფენერბაჰჩეს 23 ქულა ჩაუგდო, შემდეგ კი 2500-კილომეტრიანი ფრენა განახორციელა და ფინეთში ეროვნულსაც მოაგებინა!