გუშინ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე ვირტუს ბოლონიას მაისურით ყოფილი კლუბის, კერძოდ ბასკონიის წინააღმდეგ ითამაშა და მარცხი განიცადა.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიურმა კლუბმა წააგო, თორნიკე შენგელია პარკეტზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ეროვნული გუნდის კაპიტანს სათამაშოდ 20:13 წუთი მიეცა, რა დროშიც თოკომ თავი 15 ქულასა და 3 მოხსნას მოუყარა.
გუშინდელი წაგებით ვირტუს ბოლონიას 15 შეხვედრაში 6 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა, რის გამოც იტალიური კლუბი მე-15 პოზიციაზე ჩამოქვეითდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი კალათბურთელის კლუბი ევროლიგის მომდევნო შეხვედრას თურქული ფენერბაჰჩეს წინააღმდეგ გამართავს.