საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და ვირტუს ბოლონიას ქართველმა მოთამაშემ, თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატში გამორჩეული მატჩი ჩაატარა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში თორნიკე შენგელიას გუნდი, ვირტუს ბოლონია ბრეშას ესტუმრა და მეტოქე 89:77 დაამარცხა.
სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მატჩს ძირითადი შემადგენლობიდან იწყებდა. ჯამურად, თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 13 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
ცნობისთვის, თორნიკე შენგელია და მისი ვირტუს ბოლონია იტალიის ჩემპიონატის ლიდერები არიან. ისინი მომდევნო შეხვედრას 26 დეკემბერს პეზაროსთან გამართავენ.