თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია იტალიის სერია A-ს ფინალშია, რაშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და ლიდერის უდიდესი დამსახურება მიუძღვის.
შენგელიას ვირტუსმა ვენეციას 96:81 მოუგო, თორნიკე შენგელიამ კი საკუთარ ანგარიშზე მთელი 29 ქულა მიითვალა, რაც თოკოსთვის იტალიის ლიგაში სარეკორდო მაჩვენებელია.
შენგელიამ ჯამურად პარკეტზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 29 ქულასთან ერთად 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრაც მიითვალა.
ცნობისთვის, ვირტუს ბოლონია სერია A-ს ფინალში მილანს შეხვდება, რომელთანაც ვირტუსმა ფინალი 1 წლის წინ წააგო.